რიყის პარკის ტერიტორიაზე 10-მდე ე.წ. ყვითელი ავტობუსი გადაადგილდებოდა, რომელსაც სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავს. ადგილზეა ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების თანახმად, დაწესებულების ეზოში ე.წ. ყვითელი ავტობუსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები შეიყვანეს.