LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ფასები

ტატა ხვედელიანი: „კობახიძე მოსახლეობას შეჰპირდა ფასების შემცირებას, მაგრამ ეს ვერცერთ პროდუქტზე ვერ ვნახეთ… გვანახოს, სად ყიდულობს ათ ლარად ხორცს“

„ვის ხელში ვართ? ქვეყანაზე პასუხისმგებელი ადამიანი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა გამოწვევების წინაშე დგას ხალხი“, - განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა

თაზო დათუნაშვილი: „კობახიძის განცხადება მოსახლეობის შეურაცხყოფაა, აქამდე საზოგადოებამ იცოდა, რომ საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ალბათ, ბოლო წლებში ბაზარში და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი“

„უკიდეგანო შეურაცხყოფა არის, ფასებით მანიპულირება მოახდინო და იმ ფასებზე ილაპარაკო, რომელიც კონკრეტულ სუპერმარკეტებში, კონკრეტულ დღეებში ფასდაკლებაზე ფაქტობრივად, ჩამოწერილ პროდუქციაზე აქვთ“ - თქვა თაზო დათუნაშვილმა.

ნინო წილოსანი GM ფარმას დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ, როდესაც წამლებზე ფასები აქ ევროპის ქვეყნებთან შედარებითაც კი ძვირია

ნინო წილოსანი ფარმაცევტული კომპანიების და სააფთიაქო ქსელების მაღალ მარჟაზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც მოქალაქეებს მედიკამენტებში კოლოსალური თანხების გადახდა უწევთ.

„ნიკორას“ დირექტორი: ჩვენი აქციები ისე იგეგმება, რომ თვის განმავლობაში თვის სამყოფი კალათა ხელმისაწვდომ ფასად იქნეს შეძენილი

„როგორც წესი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები ხშირად ზარალითაც იყიდება, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური წვდომა“, - თქვა თემურ ალექსანდრიამ