LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ფასები

პრემიერის ინიციატივით, საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციის სააგენტომ დააინიციირა ახალი პლატფორმის პროექტი, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები – ლევან ჟორჟოლიანი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს ქმნის.

შალვა პაპუაშვილი: ყველა დიდმა ქსელმა თქვა, რომ კონკრეტული პროდუქტები მუდმივად დაბალ ფასებში იქნება, მომხმარებელს ეცოდინება, რომ ამ პროდუქტზე ყოველდღე იქნება ყველაზე დაბალი ფასი

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონკურენცია იქნება ქსელებს შორის, რომ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი

არჩილ გორდულაძე: „სოციალური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ბიზნესმაც, რისი დამადასტურებელი განცხადებებიც ვიხილეთ, რაც მისასალმებელია… ბიზნესის მთავარი მიზანია ერთი მხრივ, მოგება ნახოს, მეორე მხრივ, ფასები უნდა იყოს მისაღები, ეს ბალანსია დასაჭერი“

„გაცემულია რეკომენდაციები, რომლითაც პირობითად, შეიძლება დაიყოს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გადაჭრის გზებზე, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიყვანს ფასების კლებასთან“ - განაცხადა გორდულაძემ.

შოთა ბერეკაშვილი: „გრძელვადიანი სტრატეგია მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის შემცირებას და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, კერძო ეტიკეტის მიმართულების განვითარებას, ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე სიკეთეებს“

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას საზოგადოებას კომისიის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი აცნობს.