ტელეწამყვანის ინფორმაციით, სექსუალური შევიწროების ფაქტები რამიშვილის მხირდან ტელევიზიის მოქმედ თანამშრომლებთან ახლაც გრძელდება, რადგან სამხარაძის თქმით, „კუზიანს სამარე ვერ ასწორებს.“
„მიგვაჩნია, რომ გამოვლენილი ქმედებები, წარმოადგენს ქალზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რაც თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას“ - აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
„გადაწყვეტილი მაქვს ამ პროცესს მივყვე ბოლომდე და ხელმეორედ შევქმნა პრეცედენტი უკომპრომისო ბრძოლისა მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ“ - წერს თათია სამხარაძე.
„აქტივობა რომელიც არ აძლიერებს მსხვერპლებს და მათ ზურგს უკან არის დაგეგმილი, გაცნობიერების გარეშე, რომ ქალი მსხვერპლები არიან ცენტრალური გადაწყვეტილების მიმღები ფიგურები, ჩვენგან იქნება შეფასებული, როგორც ოპორტუნისტული და ეგოცენტრული ზრახვებით ნაკარნახევი ქმედება“