LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია სამხარაძე: „ახლაც მიჭირს გავიაზრო, რომ რეალობა იყო ის, რაც თავს გადამხდა.. პასუხს აგებს ყველა“

134
Untitled design

„ყველა იმ ქალს, რომელიც ჯერ ვერ ბედავს ხმის ამოღებას, მინდა ვუთხრა, რომ მარტოები არ ხართ. მათ, ვინც ფიქრობთ, რომ ხმის ამოღება ამ ქვეყანაში საშიშია, ჩვენ თქვენ თავს არავის დავაჩაგვრინებთ“, – ასე მიმართა ყოფილმა ტელეწამყვანმა თათია სამხარაძემ ქალთა სოლიდარობის მარშზე სიტყვით გამოსვლის დროს საზოგადოებას.

როგორც თათია სამხარაძემ აღნიშნა, დანებებას არ აპირებს და „სტრასბურგამდე რომ მოუწიოს სიარული, ყველა პასუხს აგებს“.

„შალვა რამიშვილის და ნათია ბერიძის ქმედებების მიზანს, სავარაუდოდ, ფსიქიკური ტანჯვის მიყენება წარმოადგენდა“ – თათია სამხარაძის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით შსს-ს მიმართეს 

„მინდა, ყველას მადლობა გითხრათ. პირველ რიგში, მაკოს და ანანიას იმისთვის, რომ მათი ხმებიც ადასტურებენ იმ ხმას, რომელიც მე 2017 წელს გავბედე და პირიდან ამოვუშვი და ვთქვი, რომ ქვეყანაში ყველა მოძალადე უნდა იყოს დასჯილი და რომ კაცებმა ვეღარ უნდა შეძლონ საკუთარი თანამდებობების და ძალაუფლებრივი პოზიციების გამოყენება ჩვენი „განივთებისთვის“ და ჩვენი შევიწროებისთვის.

არ შემიძლია, რომ ჩემი მხარდაჭერა არ დავაფიქსირო ლაზარეს მიმართ, რომელიც ერთ-ერთი ჩვენიანია და როგორც უნდა ცდილობდნენ, დაგვანახვონ, რომ ლაზარე უცხოტომელია არაქართული გვარით, რომ ლაზარე განსხვავებულია, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ლაზარე 7-8 მარტს ჩვენ მხარდამხარ იმისთვის იბრძოდა, რომ ჩვენთვის არ დაკეტილიყო დიდი ევროპული ოჯახის კარი. ამიტომ ლაზარე ჩვენ შენთანაც ვართ და ვიქნებით ყველა იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც სისტემა მარტო ხელში ჩაიგდებს და ეცდება მათ დაჩაგვრას. ჩაგვრის დრო ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს თანასწორობის და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის ეპოქა.

დარწმუნებული ვარ, მეც და თქვენც, ამ ბრძოლის წინა რიგებში ვიქნებით.

არ შემიძლია ამ სცენიდან მადლობა არ გადავუხადო საქართველოს ქალ პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილს. რამდენიმე დღის განმავლობაში, იაფფასიან რეალით შოუში ცხოვრება მიწევდა.

არასოდეს წარმომედგინა, რომ სისტემა ასე გაშიშვლდებოდა და გადაეფარებოდა უბინძურეს, მოძალადე კაცს. მე ვფიქრობ, რომ მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ ჰიბრიდულ სპეცოპერაციაში, იმსახურებენ იმას, რომ ემსახურონ ხალხს და არ იყვნენ ერთი მოძალადე, სერიული შემვიწროებელის დაცვის ბიჭები.

ახლაც მიჭირს გავიაზრო, რომ რეალობა იყო ის, რომელიც თავს გადამხდა.

თუმცა არ ვაპირებ, რომ დავნებდე და აუცილებლად გპირდებით, რომ სტრასბურგამდე რომ მომიწიოს სიარული, პასუხს აგებს ყველა, ვინც ამ ჰიბრიდულ სპეცოპერაციაში იყო ჩართული და სამართალს მაინც ვიპოვი“, – განაცხადა თათია სამხარაძემ.

ცნობისათვის, უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ 2 აპრილს ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა.  

ამავე თემაზე:

თათია სამხარაძე პრეზიდენტს მიმართავს: დამეხმარეთ! რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან, რეალით შოუდ აქციეს ჩემი განადგურება! 

პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს – გრცხვენოდეთ!

ანა ნაცვლიშვილი თათია სამხარაძის სახლში მივიდა – „მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პროპაგანდის სამიზნეა“

წითლიძე: მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია – კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი ამ დრომდე დუმს

„გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ! ახლა ჩემი ძალა მხოლოდ თქვენს მხარდაჭერასა და სიმრავლეზე გადის“ – თათია სამხარაძე მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს 

ზურა ჯიშკარიანი: სახელმწიფო, რომელიც ყურსაც არ იბერტყავს ადამიანის ასეთ შევიწროებაზე, თავად ახდენს ძალადობის ლეგალიზაციას – სოლიდარობა თათია სამხარაძეს!

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„არ გაბედო და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

მაკა ჩიჩუა: ისეთი აღშფოთებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამ გოგოს სახლთან დგანან – თათია, იცოდე, შენს გვერდზე ვართ ყველანი, არ შეგეშინდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები