LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია სამხარაძე: „არც ჩემი საკუთარი ტრავმა გამიყიდია და მით უმეტეს, სხვა ქალების ტრავმებით არასოდეს ვივაჭრებ – აღარ ვარ დაბნეული და შეშინებული 24 წლის მსხვერპლი“ 

228
თათია სამხარაძე და შალვა რამიშვილი

ტელეწამყვანმა და ქალთა უფლებადამცველმა, თათია სამხარაძემ „POS TV“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილის მიერ წამოწყებულ პროპაგანდასა და წარსულში, მისი მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, ასევე სხვა ქალების მხარდაჭერასა და საკუთარ შიშებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი კვლავ საკითხის დისკრედიტაციას ახდენს, თუმცა ახლა უკვე „სამიზნე ახალი თათია სამხარაძეები არიან.“

რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თათია სამხარაძემ უპასუხა კითხვას, რამდენად რთულია ამ ისტორიიდან თავის დაღწევა და რა ბარიერებს უქმნის პროფესიულ და პირად ცხოვრებაში განვლილი ისტორია:

რამდენიმე ქალის მიერ, შალვა რამიშვილის მხრიდან ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

„ამ ამბიდან თავის დაღწევა ცალსახად რთულია, რადგან მრავალშრიანია. მოლოდინი იმისა, რომ ეს ისტორია დასრულებული არ იყო სასამართლოთი, მაშინაც მქონდა და განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თუ მაშინ იყო [შალვა რამიშვილი] კონკრეტული შპს „ზენიტის“ სამხატვრო დირექტორი, ახლა უკვე საკუთარ ტელევიზიას ფლობს, რომელიც მედია კი არა, ჰიბრიდული ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს, გააშავოს კონკრეტული ინდივიდები.

სამიზნე ხელახლა გავხდი იმიტომ, რომ არიან ქალები, რომლებმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. ჩემთან სახლში მოვიდნენ, რადგან მე უკვე გარკვეული ტიპის ცნობადობა მქონდა, ჩემზე არსებობდა მასალები, რომელთა პროპაგანდისტული მიზნისთვის გამოყენება შესაძლებელი იყო, ხოლო ამ ქალების ხმის ჩახშობა, გადაფარვა მთავარი აზრი იყო“, – განაცხადა თათია სამხარაძემ.

დასმულ კითხვაზე, რამდენად შეძლეს პროპაგანდით მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის უარყოფით კონტექსტში ცვლილება, ტელეწამყვანმა, უპასუხა, რომ ეს ეჭვს უჩენს, მომხდარიყო.

„ჩემი უფროსი შვილის წერილში ჩემი სათქმელიც არის გაერთიანებული“ – შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე

„მეეჭვება, რომ მათ ჩემს წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის ცვლილება შეძლეს, იქიდან გამომდინარე, რომ არც მე აღარ ვარ დაბნეული და შეშინებული 24 წლის მსხვერპლი. მათ ეგონათ, რომ მიზანში ის თათია სამხარაძე ჰყავდათ, რომელმაც 2 სასამართლო ინსტანცია მოიგო, მაგრამ  ძვირად დამიჯდა მენტალურად, სოციალურად.. ახლა უკვე სხვა თათია სამხარაძეს დაუპირისპირდნენ, რომელიც ბევრად უფრო სტაბილურია და ცოდნაც აქვს.

მისი კარიერის დასაწყისიდან, რომელიც 90-იანებში იწყება, დღემდე ის ქალებს ავიწროებს, ეს კასტინგებიც სინამდვილეში არაფერს ემსახურებოდა, კონკრეტულად მისთვის – გასართობად იყო. იმისთვის, რომ მას ჰქონოდა საშუალება საკუთარი სექსუალური ფანტაზიები დაეკმაყოფილებინა, ეს კასტინგები კი სატყუარა იყო.“ – აღნიშნა თათია სამხარაძემ.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ეს [შევიწროება] ახლაც გრძელდება მოქმედ თანამშრომლებთან, იმიტომ, რომ „კუზიანს სამარე ვერ ასწორებს.“

„შალვა რამიშვილის და ნათია ბერიძის ქმედებების მიზანს, სავარაუდოდ, ფსიქიკური ტანჯვის მიყენება წარმოადგენდა“ – თათია სამხარაძის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით შსს-ს მიმართეს

სამხარაძემ ასევე უპასუხა კითხვას გავრცელებულ პროპაგანდისტულ მოსაზრებაზე იმის თაობაზე, რომ რამიშვილის წინააღმდეგ მისი აქტიურობა ანგარებითაა მოტივირებული, რადგან მას ეს საკითხი საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მიღებისთვის სჭირდება:

„პირველი, არსად წასვლას არ ვგეგმავ და ამაზეც იყო სპეკულაციები, თითქოს ეს პოლიტიკური თავშესაფრისთვის მინდოდა… შემეძლო შვედეთში დარჩენა, თუმცა რთულად, მაგრამ გადავწყვიტე და დავბრუნდი იმისთვის, რომ ჩემი ცოდნა ამ ქვეყანაში გამომეყენებინა.

შალვა რამიშვილი: იასკო 30 წლით უმცროსია სააკაშვილზე, დაწერეთ თქვენი.. სექსი შესთავაზა და ამის შედეგად ბავშვი გაჩნდა - მე მიტევენ, როგორ გავბედე და ვიღაცასთან ფლირტი ვაწარმოე

ამის შესახებ POSTV-ის ხელმძღვანელმა, შალვა რამიშვილმა მისივე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა და თქვა, რომ „ლიბერალური პრესა“ ამის გაშუქების ნაცვლად, მას უტევს.

არანაირ თავშესაფარს არ ვითხოვ. რაც შეეხება ჩემს უსაფრთხოებას, კი მაქვს გარკვეული შიშები, მაგრამ ჩემი სტაბილური მენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არც ერთი წამით რაიმე პარანოიაში ან ფსიქოზში არ გადაზრდილა. ვაგრძელებ ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთა მიმართაც ნდობა მაქვს.

როგორც 2017 წელს, ისე ახლაც, არ მიგრძნია, რომ რომელიმე მეგობარს ჩემთვის ზურგი შეექცია, თუმცა ვნერვიულობ იმაზე, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანია ჩემი უსაფრთხოება და განსაკუთრებით ჩემი ოჯახისთვის, რომელთაც ეს გზა არ აურჩევიათ“, – თქვა სამხარაძემ.

„შეხვედრა კვირის ბოლოს გვაქვს ჩანიშნული“ – ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, შსს-ში დაიბარეს

წამყვანის რეპლიკაზე კი, რა ბარიერებს უქმნის ყოველდღიურ ცხოვრებასა და კარიერაში განვლილი ამბავი, სამხარაძემ უპასუხა:

„რაღაც ეტაპზე სასწავლებლად წავედი, 2 წელი შვედეთში ვცხოვრობდი, მანამდეც ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, მივდიოდი გასაუბრებებზე და ფაქტობრივად, არანაირი პროფესიული შეკითხვები ჩემი მისამართით არ მოდიოდა, გარდა იმისა, რომ რეალურად რა მოხდა და როგორ მოხდა.

ჩემი მოტივატორი ხელფასი არასდროს ყოფილა, არც 2012 წელს, არც ტელევიზიის პერიოდში და არც ახლა. კი, მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენიც არ უნდა შემომთავაზონ, ვიცი, რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე კონკრეტული საქმეების კეთებას არ დავთანხმდები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამის ინტელექტუალური რესურსი მქონდეს“, – აღნიშნა ტელეწამყვანმა.

სამხარაძემ ასევე ისაუბრა მის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან და პოლიტიკოსებთან შესაძლო კავშირებზეც და თქვა, რომ დიმიტრი ჩიქოვანი [თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმა] ერთმანეთს ნამდვილად იცნობენ და აქვთ მეგობრული ურთიერთობა:

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

„ერთ უბანში გავიზარდეთ და ოჯახები ერთმანეთს იცნობენ. რაც შეეხება ჩემს კავშირებს, კიდევ ვიტყვი, რომ პოლიტიკურად ფეხი 2012 წელს „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში ავიდგი, 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შტაბში ვმუშაობდი.

ამავდროულად, რამდენი კავშირიც არ უნდა მქონდეს ოპოზიციასთან, ორჯერ უფრო მეტი მაქვს „ქართული ოცნების“ რიგებში, მათ შორის ბევრად უფრო ახლო.

„პოსტივიმ“ რეიტინგით გაუსწრო „მთავარ არხს“ – ამის შემდეგ დაიწყო კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ“ – მამუკა მდინარაძე

სიმართლე არის ის, რომ კი, მე შალვა რამიშვილთან ნამდვილად მქონდა სასამართლო და მისი მოძალადეობა დავამტკიცე და იქვე დავდე პირობა, რომ ვიქნებოდი ყველა იმ ქალის გვერდით, რომელიც მომავალში იპოვიდა თავის თავში ძალას და ამ თემაზე ისაუბრებდა, რაც ასევე შევასრულე.

ფულის ნაწილი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია და დისკრედიტაციას ემსახურება. როგორც ადამიანისა და ქალთა უფლებებზე მებრძოლი აქტივისტისთვის, რომ თითქოს ანგარება მამოძრავებს.

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

მე არც ჩემი საკუთარი ტრავმა გამიყიდია… 2017 წელს, სასამართლოს პერიოდში, მორიგებაზე იყო საუბარი, რომ რამიშვილის მხრიდან კომპენსაცია ამეღო, მაშინაც არ გავჩერდი და მით უმეტეს, სხვა ქალების ტრავმებით არასოდეს ვივაჭრებ.“ – განაცხადა თათია სამხარაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები