LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შალვა რამიშვილის და ნათია ბერიძის ქმედებების მიზანს, სავარაუდოდ, ფსიქიკური ტანჯვის მიყენება წარმოადგენდა“ – თათია სამხარაძის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით შსს-ს მიმართეს

196
Untitled design (3)

ყოფილი ტელეწამყვანის, თათია სამხარაძის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანა.

თათია სამხარაძე პრეზიდენტს მიმართავს: დამეხმარეთ! რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან, რეალით შოუდ აქციეს ჩემი განადგურება! 

როგორც თათია სამხარაძის ინტერესების დამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოძიების დაწყება სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია „POST TV“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით მოითხოვა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „POST TV“-ის დამფუძნებლისა და ჟურნალისტის ქმედებები თათია სამხარაძესთან დაკავშირებით შესაძლოა შეიცავდეს ადევნების დანაშაულის ნიშნებს, ვინაიდან შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის ყველა ქმედების ერთადერთ მიზანს, სავარაუდოდ, წარმოადგენდა თათია სამხარაძისთვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენება და იძულება შეიცვალოს ცხოვრების წესი – შეწყვიტოს შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი.

მიგვაჩნია, რომ გამოვლენილი ქმედებები, წარმოადგენს ქალზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმას, რაც თავისთავად საჭიროებს გამოძიებას და მომხდარისთვის რელევანტური სამართლებრივი შეფასების მიცემას.

ძალადობის, დევნისა და შევიწროების მსხვერპლი ქალების ჯეროვანი დაცვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქალების უსაფრთხოებისთვის, თანასწორობისთვის და პოლიტიკური და საზოგადოებრივი მონაწილეობისთვის.

სახელმწიფოს როლი პატრიარქალური ძალადობრივი პრაქტიკების აღმოფხვრისთვის არსებითია და ამ მიმართებით სახელმწიფო ინსტიტუტებმა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტები უნდა დაიცვას.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როცა შევიწროებისა და ადევნების შესაძლო შემთხვევები მაღალი პოლიტიკური გავლენების მქონე ფიგურებს უკავშირდება. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და საქმეზე ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება. იმ ფონზე, როდესაც საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლების უსაფუძვლო განცხადებები მოვისმინეთ, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის სულისკვეთებისგან და პატივისცემისგან სრულად დაცვლილი იყო, არსებითად მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა სისტემამ შეძლოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების განუხრელი დაცვა.

ჩვენთვის ამ კონტექსტში სამართალდამცავი ინსტიტუტების ჯეროვანი მუშაობა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში გატარებული რეფორმების სულისკვეთების დაცვის და გაგრძელების ერთგვარი ტესტიც კი არის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს – გრცხვენოდეთ!

რამდენიმე ქალის მიერ, შალვა რამიშვილის მხრიდან ჩადენილი შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს 

ანა ნაცვლიშვილი თათია სამხარაძის სახლში მივიდა – „მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პროპაგანდის სამიზნეა“

წითლიძე: მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია – კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი ამ დრომდე დუმს

„გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ! ახლა ჩემი ძალა მხოლოდ თქვენს მხარდაჭერასა და სიმრავლეზე გადის“ – თათია სამხარაძე მოქალაქეებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს 

ზურა ჯიშკარიანი: სახელმწიფო, რომელიც ყურსაც არ იბერტყავს ადამიანის ასეთ შევიწროებაზე, თავად ახდენს ძალადობის ლეგალიზაციას – სოლიდარობა თათია სამხარაძეს!

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„არ გაბედო და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

მაკა ჩიჩუა: ისეთი აღშფოთებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამ გოგოს სახლთან დგანან – თათია, იცოდე, შენს გვერდზე ვართ ყველანი, არ შეგეშინდეს

magti 5g