სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ შეხვედრაზე შესვლა და თეა წულუკიანთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი სურდათ, თუმცა, როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათ დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
"სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა საერთო საცხოვრებლის, ფინანსური გამჭვირვალობის თემებზე" - აღნიშნულია თსუ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.