LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: უნივერსიტეტში პოლიტიკის შეტანა კატეგორიულად მიუღებელია – ჩვენ ეს პრაქტიკა წარსულს ჩავაბარეთ 

126
კობახიძე თსუ-ს ინციდენტზე

„კეზერაშვილის დაფინანსებული 4 კაცი იყო იქ [თსუში] მოსული. დიმიტრი ჩიქოვანი იყო ორგანიზატორი, ხოშტარიასთან ერთად. მან დააორგანიზა და დააფინანსა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა აღნიშნულით, 17 ივნისს თსუში მომხდარი ინციდენტი შეაფასა.

კობახიძის თქმით, ამ „ე.წ. პროტესტში“ კეზერაშვილმა პატარა ჰონორარები გადაიხადა.

კობახიძე რუსულ რუბლებზე: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, იგივე კუპიურები გადმოყარეს, რაც რამდენიმე დღის წინ, საერთო კოორდინაცია კარგად ჩანს

„სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, დაუპირისპირდეს იმ აღვირახსნილ ქმედებებს, რომლებსაც გეგმავს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლებსაც გეგმავს კეზერაშვილი.

კეზერაშვილის დაფინანსებული 4 კაცი იყო იქ მოსული. დიმიტრი ჩიქოვანი იყო ორგანიზატორი, ხოშტარიასთან ერთად. მან დააორგანიზა და დააფინანსა.. პატარა ჰონორარები გადაიხადა იმ ე.წ. პროტესტისთვის, რომელიც განახორციელეს..

კალაძე: ოპოზიცია აღარ არსებობს, განადგურებულია

„დღეს საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ქვეყანაში ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი“

ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია… ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს. იმდენად მორღვეულია ოპოზიცია, შიგნიდან უამრავი ინფორმაცია გამოდის.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სად, როგორ დაგეგმეს, რამდენი დაუჯდათ ეს ყველაფერი… ეს ყველაფერი ჟონავს. შიგნით არიან მორღვეულები“, – განაცხადა კობახიძემ.

დასმულ კითხვაზე, თუ ვინ იყო ჩართული შეხლა-შემოხლაში, კობახიძე უპასუხა, რომ არავითარი ფორმალური და არაფორმალური დაცვის წევრები იქ არ ყოფილან.

ვიდეო: მოქალაქემ „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა – „არა რუსულ რეჟიმს“

„რაც შეეხება ჩემს პირად დაცვას, სულ ორ ადამიანზეა საუბარი. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც რამდენიმე „გირჩელი“ გააძევეს თსუს მეორე კორპუსიდან. სტუდენტებიც იყვნენ. შეიძლება იყვნენ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც“, – აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

მანვე აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის „პოლიტიკური აქტივობების“ ადგილი. კობახიძის სიტყვებით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს პრაქტიკა წარსულს ჩააბარა.

„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ეს პრაქტიკა ჩავაბარეთ წარსულს. 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. არიან პირდაპირ პროფესორები, სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები და ა.შ., რომლებიც პოზიციებზე განწესებულები პოლიტიკური ნიშნით არიან.

ადამიანის უფლებებს ასწავლის ადამიანი, რომელმაც თვითონ არ იცის… რატომ? იმიტომ, რომ არის თავის დროზე დანიშნული „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით.

კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის სხდომათა დარბაზში, მერე გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ, კი ირგებენ, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი

მე პირადად 2010 წელს მომიწია თსუს დატოვება. გავაკრიტიკე საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს კონკურსზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუდან გაძევების თაობაზე.

დღეს იგივე ხალხი ცდილობს, დააბრუნოს პოლიტიკა თსუში. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი. უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი პოლიტიკის გარეშე“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე: მოსული იყვნენ „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდები, საჭიროა, ისინი სწორ რელსებზე მოექცნენ, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები – დაქორწინდნენ

შეგახსნებთ, რომ 17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერების გაშლის გამო, დაპირისპირება მოხდა.

სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც ერთ-ერთ სტუდენტს, უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო.

პოპულალურები