მისი განცხადებით, „უკრაინას სააკაშვილი მანამ უნდა დაეკითხათ, სანამ საქართველოში შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ“. წულუკიანი ფიქრობს, რომ „ეს უფრო საბაბს ჰგავს, ვიდრე საჭიროებას, რომ როგორმე ეს ადამიანი [სააკაშვილი] იქ დაბრუნდეს საიდანაც ჩამოვიდა [უკრაინაში]“.
"მახსოვს, მის წინააღმდეგ სიცოცხლის საფრთხეც იყო 2011-12 წლებში და ამის წინაშეც კი არ დაიხია და გაიტანა ბოლომდე, რაც ქვეყნის ინტერესი იყო", - წულუკიანი ივანიშვილზე.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ შეხვედრაზე შესვლა და თეა წულუკიანთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი სურდათ, თუმცა, როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათ დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.