LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: უკრაინის შუამდგომლობა, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დროებით მათთვის იყოს ხელმისაწვდომი, ვერ იქნება აღქმული ისეთ შუამდგომლობად, რომ ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს

67
tea-tsulukiani_w_h

მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის თაობაზე უკრაინის შუამდგომლობას იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით განიხილავს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

შეეძლოთ, ეს ადამიანი დაეკითხათ, სანამ საქართველოში შეფუთულს გამოგვიგზავნიდნენ: თეა წულუკიანი

„უკრაინის შუამდგომლობას საქართველოსადმი, რომ დაკითხვის თუ გამოკითხვის მიზნებისთვის, პატიმარი დროებით მათთვის იყოს ხელმისაწვდომი, ასეთ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ჩვენი კანონით გათვალისწინებული წესებით იხილავს. გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად, მისი სუვერენული უფლებების ფარგლებში ისე, რომ ეს შუამდგომლობა ვერ იქნება აღქმული ისეთ შუამდგომლობად, რომ ავტომატურად უნდა დაკმაყოფილდეს. ამიტომ სიტყვა იუსტიციის სამინისტროზეა, როგორც ერთადერთ კომპეტენტურ უწყებაზე ჩვენს სახელმწიფოში“, – განაცხადა წულუკიანმა.

უკრაინაში წარსულში მომხდარ ფაქტზე უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის, როგორც დაზარალებულის დაკითხვის მიზნით მისი საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g