ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული, მაგრამ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით, ცეცხლით და მახვილით მართავს, ჰუმანური ძალა ვართ, - ამბობს წულუკიანი.
"ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, რომ როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო, ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება," - განაცხადა თეა წულუკიანმა.