ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში კედლებზე იმ 84 დეპუტატის სია გააკრა, რომლებმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს
„ამ ქვეყანაში ივანიშვილმა დემოკრატია დაასრულა და ღიად გამოაცხადა, რომ ავტორიტარია. მაგრამ ამის მიუხედავად, ოქტომბერი არის თარიღი, როდესაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლებიდან არჩევნების გზით უნდა გავიტანოთ, რაც არ უნდა ძალმომრეობას ჰქონდეს ადგილი.“
ამ განცხადებით დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ ეს არის რეპრესიების დაანონსება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით წარადგენს აქუბარდიამ ოხანაშვილს „კაცურად მოქცევისკენ“ მოუწოდა.
ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო საზღვარგარეთ იმყოფება და ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა.