დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს.
რეგლამენტი მიღებულია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და მოიცავს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს.