CNN-თან საუბრისას გოგონას მამა ტომას ჰანდი აცხადებს, რომ თავიდან მას მისი შვილის დაღუპვის შესახებ აცნობეს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, ისრაელმა ეს ინფორმაცია შეცვალა და თქვა, რომ 9 წლის ემილის ცხედარი აღმოჩენილი არ იყო.
მათივე ცნობით, სადაზვერვო ინფორმაციისა და ოპერატიული აუცილებლობის საფუძველზე, ისრაელის თავდაცვის ძალები ახორციელებენ ზუსტ და მიზანმიმართულ ოპერაციას „ჰამასის“ წინააღმდეგ შიფას ჰოსპიტალში მითითებულ ტერიტორიაზე.
ღაზას „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, აშრაფ ალ-ქიდრამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.