"მედიკამენტი განაწილებულია რამდენიმე კლინიკაში, თავისუფალ გაყიდვაში ის არ არის. თუკი აუცილებელი საჭიროება არსებობს, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტმა მიიღოს ეს მედიკამენტი" - თქვა გაბუნიამ.
"ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ტოცილიზუმაბის დეფიციტია პირადად ბ-ნი ვახო კალოიანის და მისი თანამოაზრეების გამიზნული, მავნებლური ქმედებების პირდაპირი შედეგია" - ცერცვაძე კალოიანს პასუხობს.
"საქართველოში უკვე გვაქვს ჰოსპიტალიზებულ კოვიდ ავადმყოფებში ტოცილიზუმაბის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მას ჯერ კიდევ გასული წლიდან იყენებდა".