LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: ზოგიერთმა კლინიკამ „ტოცილიზუმაბის“მარაგი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის არ ესაჭიროებოდა, შევეცდებით მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება

86
ტიკა

„ტოცილიზუმაბის“ ფასი დასტაბილურებულია და კლინიკებს აქვთ საშუალება, პრეპარატი შეიძინონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო შეეცდება, რომ აღნიშნული პრეპარატი კლინიკებში თანაბარი რაოდენობით გადანაწილდეს.

„ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჯანდაცვის სამინისტროს არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა და ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებით. კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ ეს პრეპარატი არაგაზრდილი ფასით შეიძინონ, რაც არაერთხელ დაფიქსირდა, როგორც პრობლემა.

ასევე დაფიქსირდა პრობლემა, რომ კლინიკები ავალებდნენ პაციენტის პატრონებს პრეპარატის შეზღუდვას, ეს ყოვლად მიუღებელია. კლინიკების ვალდებულებაა, ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა იმ პრეპარატით, რომელიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებს და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხო გამოსავალს ემსახურება.

დღეს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პრეპარატის შემოტანა გრძელდება. ზოგიერთმა კლინიკამ გარკვეული მარაგი შეიძინა, რომელიც იმ მომენტისთვის მას არ ესაჭიროებოდა. ჩვენ შევეცდებით ამ პროცესშიც მივიღოთ მონაწილეობა და მოვახდინოთ პრეპარატის თანაბარი გადანაწილება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს ხემძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ გუშინ სოციალურ ქსელში ასევე დაწერა, რომ წამალი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და დეფიციტის მიზეზებიც განმარტა.

მისი თქმით, ოპონენტები, სწორედ ისინი, რომლებიც ახლა ალაპარაკდნენ მედიკამენტის დეფიციტზე, მთელი წელი აბულინგებდნენ და ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და მოუწოდებდნენ კლინიკებს, არ გამოეყენებინათ „ტოცილიზუმაბი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები