უკრაინაში მებრძოლი ქართველები „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმიანებიან, რომ „სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას“.
„უკრაინაში რომ ჩამოვედი, გული ფრთხიალებდა, მაინც პირველად მიწევდა ფრონტის წინა ხაზზე გასვლა, რა იცი და რა გგონია ერთია, მაგრამ რეალობა კი მეორე“ - წერს ნიკა ჭურაძე.