შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შვეულმფრენი არის მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება.
პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“ შემუშავდა.