მისი განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს, მაგრამ მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მიწოდოს.
„ანტივაქსერული განწყობა საქართველოში უფრო დიდია, ვიდრე იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ვაქცინის გაკეთება უნდა, რომელსაც ვერ იკეთებს ხალხი იმიტომ, რომ ვაქცინა არ არის“, - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.
"არ ჩატარებულა შესაბამისი კამპანია ვაქცინის უსაფრთხოებაზე, არც შესაბამისი ღონისძიებები. უნდობლობა მეორე ფაქტორია და მესამე ფაქტორი ალბათ ქართული სიზარმაცეა", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.