LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს ქვეყნის მასშტაბით კოვიდრეგულაციებზე კონტროლი გაამკაცროს

77
Capture1

„ლელოს“ წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაწესებულ რეგულაციებზე კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდეს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრებმა ირაკლი კუპრაძემ და ვატო სურგულაძემ ბრიფინგზე გააკეთეს.

როგორც ირაკლი კუპრაძე აცხადებს, საქართველოს რეგიონებში კოვიდრეგულაციების დაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა. კუპრაძეს მაგალითად მოჰყავს ბათუმის და ქუთაისის რეგიონები, სადაც მისი ინფორმაციით, საზოგადოება უსაფრთხოების ნორმებს არ იცავს და არც შესაბამისი სამსახურები არიან, რომლებიც მოსახლეობის მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვას მონიტორინგს გაუწევენ.

1 409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 ადამიანი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

„დღეს საქართველოს ელოდება კოვიდ სიტუაციის მძიმედ გაუარესება – საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დაწესებულ რეგულაციებზე კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდეს.

რეგიონებში არის უმძიმესი მდგომარეობა – ბათუმში და ქუთაისში არის მაგალითი იმ დარღვევებისა, სადაც შეუძლებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, არ არსებობს მონიტორინგის სამსახურები, არ არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც გააკონტროლებენ მოქალაქეებს და მათ უსაფრთხოებას.

ჩვენ არ ვითხოვთ რეგულაციების გამკაცრებას, ჩვენ ვითხოვთ არსებული რეგულაციების კონტროლის და მონიტორინგის გამკაცრებას”. – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ვატო სურგულაძის განცხადებით კი, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს. ის ჯანდაცვის მინისტრს დაწესებული შეზღუდვების კონტროლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „პოლიცია მხოლოდ მიტინგების დასაშლელად არ არსებობს“ და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაწესებულ კოვიდრეგულაციებზე კონტროლი განახორციელონ.

მისივე განმარტებით, მხოლოდ შეზღუდვების და კომენდანტის საათის დაწესება კორონავირუსის პრევენციას ვერ მოახდენს.

„სიტუაცია რეალურად რთულია. არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. პოლიცია არ არის მხოლოდ იმისათვის, რომ მიტინგები დავშალოთ და ერთი პარტიის ოფისი დაიცვან, პოლიცია არის ზუსტად იმისთვის, რომ ყველამ დაიცვას წესები. ვდგავართ რეალური საშიშროების წინაშე. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, საქმის გაკეთება დაიწყეთ! კონტროლი გააძლიერეთ, არა შეზღუდვები, არა „კომენდანტის საათი“, არამედ ის მარტივი კონტროლი, რომ ყველამ დაიცვას დისტანცია, ყველამ გამოიყენოს პირბადე. ისევ გადავსებულია კლინიკები, ისევ პრობლემა გვაქვს საწოლ ადგილებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ქალბატონო მინისტრო, კლინიკებს იანვრის ფული არ აქვთ მიღებული, რაც კოვიდპაციენტებზე იყო დახარჯული, დროზე გადაუხადეთ ეს თანხა თუ გინდათ, რომ საავადმყოფოებმა კარგად და ხარისხიანად იმუშაონ”, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

დღეიდან 45 წელს ზემოთ “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრის მსურველთათვის რეგისტრაცია იწყება

პოპულალურები