12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 256, ხოლო გარდაიცვალა — 27 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 27 699, PCR-ით — 12 576.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,5%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 5,82%, ხოლო 7 დღის — 5,48%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა;
- აჭარა — 102;
- იმერეთი — 149;
- ქვემო ქართლი — 83;
- შიდა ქართლი — 54;
- გურია — 21;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი — 149;
- კახეთი — 59;
- მცხეთა-მთიანეთი — 24;
- სამცხე-ჯავახეთი — 13;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც: 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 383, აჭარაში — 470, იმერეთში — 508.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, მათ შორის, თბილისში — 448, აჭარაში — 89, იმერეთში — 132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, მათგან თბილისში — 140, აჭარაში — 5, იმერეთში — 15.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 325 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 304 935 გამოჯანმრთელდა, 4 363 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 71 570 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 433.
კარანტინის რეჟიმშია 75, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 231 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 772 პირი.