შალვა პაპუაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის თაობაზე აცხადებს, რომ კომისია ადასტურებს, რომ კანონი უკრაინულის იდენტურია.
„სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი“ - აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში.
„კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, კანონი სამართლებრივად დროულად იქნას შეფასებული და პროცესი დაჩქარებული იყოს“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.