როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროპასთან, ეს არ გახლავთ ვინმეს მონაპოვარი. ეს არის ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი, ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ამას.
საფრანგეთში მზარდია საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს. ეს, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.