ევროკავშირის 12-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს რომ არაკანონიერი გზით თავშესაფრის მოპოვება ძალიან გაჭირდება.
„ვინც არღვევს ვიზალიბერალიზაციის წესებს და პრინციპებს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს პირველ რიგში,“ - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება ვიღაცის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით შვეიცარიაში, დავოსში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყანას არათუ ზემოხსენებული საფრთხე არ ემუქრება, არამედ ის ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის მიმართ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.