LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება – დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით შვეიცარიაში, დავოსში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქვეყანას არათუ ზემოხსენებული საფრთხე არ ემუქრება, არამედ ის ზედმიწევნით ასრულებს ევროკომისიის მიმართ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

„ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხრიდან ძალიან სერიოზული და მკაფიო მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ ემუქრება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე. ბოლო ანგარიშში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მისიის მხრიდან, არანაირი მინიშნება იმაზე, რომ საქართველოს ემუქრება რამე სახის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება, არ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო ითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების ყველა წუხილს და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებები ძალისხმევას არ იშურებენ რათა გატარდეს პრევენციული ზომები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელ თანამოქალაქეთა უკანონო გადინების წინააღმდეგ. დავით ზანკალიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც შიდა ისე საერთაშორისო არენაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლება უფრთხილდება ვიზა-ლიბერალიზაციის შეთანხმებას, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია.

<