„ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ფრონტის გახსნა იყო, მათ შორის ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო, რომელიც ჩავარდა, მაგრამ ამ საქმეს მაინც ეპოტინებიან.“
მისი განცხადებით, კაია კალასის ეს განცხადება პირველი ნაპერწკალი უნდა ყოფილიყო, რასაც უნდა დაენგრია ყველაფერი, ოპოზიციის მიერ კი მთავრობის დამხობის მოთხოვნა უნდა გაჟღერებულიყო, „თუმცა, ისინი არსად არიან და სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარება დააზღვია მმართველმა გუნდმა“.