„ეს ხელისუფლება არსად მიდის, მას ხმა მისცა მილიონ ასი ათასზე მეტმა ადამიანმა, ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი, საქმიანი დისკუსია“
„იმედი მაქვს, რომ 24 ივნისს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ გამართავენ შეხვედრას ლუქსემბურგში, ისინი გადაწყვეტილების მიღების პოზიციაში იქნებიან თუ რა ვარიანტები მიიღონ“
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი „Movement“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირი რეაგირების რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელებს.