ამ განცხადებით რუსული პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, „Russia Today“-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მაშინ მიმართა, როცა კრემლის ლიდერმა სიმონიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებმა „ახალ რეგიონებში“ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.
„არაკეთილსინდისიერ გარე კრიტიკოსებს ან არ ესმით, რაზე საუბრობენ, ან სპეციალურად საუბრობენ ამაზე, რათა შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხს არ უღრმავდებიან“ - ამბობს პუტინი.