LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: რაც ახლა უკრაინაში ხდება, საერთო ტრაგედიაა, ეს მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია

148
Untitled design (5)

რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე ომს „საერთო ტრაგედიას“ უწოდებს, ამის მიზეზად კი მესამე ქვეყნების პოლიტიკას ასახელებს.

მაკრონის განცხადებით, ვინც რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე უარს ამბობს, მომხრეა ომის, რომელიც მთელს კონტინენტს მოიცავს

როგორც ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე აღნიშნა, ეს ქვეყნები რუსული სამყაროს დაშლას ყოველთვის ცდილობდნენ:

„ათწლეულების განმავლობაში ვცდილობდით, რომ მეზობლებთან ძმური ურთიერთობა დაგვემყარებინა. ჩვენი მოწინააღმდეგეები ძალიან ცბიერად და ეფექტიანად მუშაობდნენ – ჩვენ ეს ვერ შევძელით, ვფიქრობ, რომ უკრაინა ჩვენი მოძმე ერია.

რა თქმა უნდა, რაც ხდება, ტრაგედიაა, ჩვენი საერთო ტრაგედია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, ეს არის სხვა ქვეყნების, იმ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ რუსული სამყაროს დაშლას“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ ქვეყნებმა გარკვეულწილად შეძლეს წარმატებისთვის მიეღწიათ.

მისივე თქმით, რუსეთს ყოველთვის უნდოდა, ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ყოფილიყო:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც ჩვენ თვითონ დავუშვით, რატომღაც გვეგონა, რომ გავხდებოდით ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, თუმცა როგორც გაირკვა, ჩვენ იქ არ გველოდნენ, ყველა ჩვენი ძალისხმევისა და მცდელობის მიუხედავად“, – თქვა პუტინმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g