LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონის განცხადებით, ვინც რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე უარს ამბობს, მომხრეა ომის, რომელიც მთელს კონტინენტს მოიცავს

137
Untitled design (5)

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, იმ დღეს, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება კონფლიქტის დასასრულებლად, მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყონ.

ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ ფრანგულ მედიასაშუალება TF1/LCI-თან საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც ამ სურვილს ეწინააღმდეგებიან, მსოფლიოს სთავაზობენ ომს, რომელიც მთელს კონტინენტს მოიცავს:

„მშვიდობის დღე მოითხოვს დისკუსიებს. უპირველეს ყოვლისა, უკრაინისთვის გარანტიებს, მისი ტერიტორიული მთლიანობის, გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის, და ამასთან რუსეთისთვისაც, როგორც ზავისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მხარისთვის.

ვინც მე მსაყვედურობს, ამიხსნის, რას მთავაზობს?

ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ამაზე მუშაობაზე (გარანტიებსა და მოლაპარაკებებზე) გვთავაზობენ ომს, რომელიც მოიცავს მთელს კონტინენტს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთისთვის არის შიში, რომ ნატო მიუახლოვდება მის კარს – ეს ეხება შეიარაღების განთავსებას, რომელსაც შეუძლია, საფრთხე შეუქმნას რუსეთს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები