„მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი უკვე მიეწოდება“ – GWP განცხადებას ავრცელებს
მათივე ცნობით, წყალმომარაგების სისტემაზე გადაუდებელი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
მათივე ცნობით, წყალმომარაგების სისტემაზე გადაუდებელი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
ამ დროისთვის წყალმომარაგება შეზღუდული აქვს დაბა კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, კვესეთსა და სამადლოს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
წყალმომარაგების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც საგურამოში, სადაც თბილისის სასმელი წყლის ერთ-ერთი სათავეა, ძლიერი წვიმის გამო ეს ნაგებობა დაიტბორა.
კომპანიის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყალმომარაგების სისტემისა და ქსელის ინტენსიური რეცხვა, რის შემდეგაც წყლის ხარისხი შემოწმდა ლაბორატორიულად.