„მისი თქმით, არაერთი საერთაშორისო კონვენციით დაცული სახეობა მოჰყავთ ზოოპარკში ბოლო თვეების განმავლობაში „ჩასაბარებლად“, მათ შორის, პრიმატები [მაიმუნები]“ - წერს ჟურნალისტი.
„ზოგ შემთხვევაში ცხოველები განაბულები და დამალულები არიან, ზოგი ვოლიერში სირბილს იწყებს, რაც ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით ჩლიქოსანი, დიდი წონის ცხოველებისთვის, მათ რაც გზად დახვდებათ, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ“.
„სპეციალური ზომები იყო მიღებული, მიცემული ჰქონდათ დამამშვიდებლები, ანტისტრესული პრეპარატები, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველთვის არ შველით და ცხოველი იღუპება, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ასეთი შიში, ასეთი სტრესული სიტუაცია უკვალოდ არ ჩაივლის ხოლმე.“ – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.