თუ ასეთი არჩევანია-ევროპა თუ რუსეთი, მგონი, გასაგები უნდა იყოს, საით უნდა დადგე, ამას ნიშნავს კონსოლიდაცია, რომ ყველა გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო,- განაცხადა ჯაფარიძემ.
„მივესალმები სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანებას. გულახდილად მივესალმები, თუ ისინი ჩამოყალიბდებიან ერთ სუბიექტად. სამი პოლიტიკური პარტიის ერთ პარტიად გადაქცევა გააძლიერებს თითოეულ მათგანს“ - აცხადებს მელია.
„პარლამენტში საცირკო წარმოდგენისთვის ადგილი არ არის. მათი ჟანრები განსხვავებულია საცირკო წარმოდგენაში, მაგრამ მათი ტანდემი „გლოვოს“ კურიერის ამპლუაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
ეგ პარლამენტი არის შაპიტო. მანდ არაფერზე არ უნდა მიხვიდე, - ასე ეხმაურება პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენებს.