LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: სამაშველო სამუშაოები არც ჩაუტარებიათ, რაც გააკეთეს, გადარჩენილები გამოიყვანეს

419
ზურაბ ჯაფარიძე

სამაშველო სამუშაოები არც ჩაუტარებიათ, რაც გააკეთეს, გადარჩენილები გამოიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გადაცემაში „სანაია” განაცხადა.

„დღეს რას ლაპარაკობენ [ქართული ოცნება] ? ნარატივში აქვთ გარღვევა, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდაო. რეალურად ამბობენ, რომ სამაშველო სამუშაოებს აზრი არ ჰქონდაო. სამაშველო სამუშაოები არც ჩაუტარებიათ. ამათმა რაც გააკეთეს ეგ იყო ევაკუაცია, გამოყვანა მოახდინეს უკვე გადარჩენილების. სამაშველო ოპერაცია არ ჩატარებულა და ახლა მიდის ძიება გარდაცვლილების.

ესენი ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციას აზრი არ ჰქონდა, არც ვერტმფრენს, არც ღამის ხედვას და არაფერს იმიტომ, რომ ვერაფერს ვიზამდითო. ამ დროს არსებობენ ცოცხალი ადამიანები, რომლებიც საათობით ებრძოდნენ ამ სტიქიას და გადარჩნენ. გამოვიდნენ და ამ ხალხს ეუბნებიან, თქვენ ხართ მატყუარები, თქვენ არ გქონიათ ეს რამდენიმე საათიანი ბრძოლა სტიქიასთანო.

ამას რატომ აკეთებენ? იმიტომ, რომ თავი გადაირჩინონ. მათთვის ადამიანის ღირებულებას არანაირი ფასი არ აქვს. ერთადერთი ღირებულება არის ის, რომ გადარჩნენ და ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეგ არის რუსეთი. მთელი ამ დღეების განმავლობაში რასაც ვუყურებთ, ეგ არის რუსეთი – საზიზღარი, ნაბი*ვარი, ბოროტი სისტემა, რაც არის რუსეთი და რაც არ გვინდა”, – საუბრობს ზურა ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

„ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო“ – ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე

კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: „ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით, ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა“

„გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: „გაშავება“. ხალხის გადარჩენა კი არა, დაზარალებულებს ერჩიან..“ – შეფასებები ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

„სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით.. რომლებმაც, ცალკეულ შემთხვევებში, სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა“ – მამუკა მდინარაძე

„ეს რა თქვი“… „როგორ არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ – ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად, რომ ნაპირზე გადასულიყვნენ და ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად“ – სტიქიას გადარჩენილი და-ძმა ჯელაძეები კობახიძის განცხადებას ეხმიანებიან

„დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო.. მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ითხოვდა შველას“ – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები