„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, დღეს, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან სტიქიას გადარჩენილი და-ძმა – დავით და მარი ჯელაძეები.
„ვაიმე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი“, – წერს დავით ჯელაძე.
ვაიმეე , ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
Posted by David Jeladze on ორშაბათი, 14 აგვისტო, 2023
სტატუსს აქვეყნებს დავითის და – მარი ჯელაძეც:
„როგორ არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ. 4 საათი ტალახში ჩაფლული ვითხოვდით შველას. ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად, რომ ნაპირზე გადასულიყვნენ და ჩემი ძმა ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად, ისევ რამხელა გზა გამოიარა ჩვენთან რომ მოსულიყო. როგორ არ გრცხვენია, ასეთ განცხადებას რომ აკეთებთ“, – წერს მარი ჯელაძე.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკთხვებს უპასუხა.
„მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს” – დავით ჯელაძე ფოტოს აქვეყნებს
ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე თქვა:
„თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი…
ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება… მე ამ ფოტოზე ვერ გეტყვით… ერთი რომ, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, იმიტომ, რომ უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.