ვცდილობთ, სექტემბრამდე ყველა, 2084 საჯარო სკოლის აღწერა მოვახდინოთ და რეალურად დავდოთ სურათი, თუ რომელ სკოლაში, რა ფორმით რა დროსაა შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება.“
„მიმდინარეობს იმ პროგრამის განხორციელება, რომლის მიხედვითაც 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება უნულდებათ“. – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას გიული ალასანიას სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაზეც დაუსვეს კითხვა, რაზედაც მან უპასუხა, რომ დასკვნაში ყველაფერი სწორია“.