LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: ნებისმიერი განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ რაღაცას ვაფუჭებთ გელათში, დასრულდება სასამართლოში, აღარ ვაპირებ მოთმენას

152
BeFunky-collage

2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, რა ხორციელდება გელათში, ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ გელათში, დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა სამუშაოები ხორციელდება ამჟამად გელათში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია, რა ხორციელდება იქ. მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებსაც, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში, რადგან ამის მოთმენას აღარ ვაპირებ“, – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები