LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

პუტინი ნიკიტა ხრუშჩოვის 1962 წლის კარიბის კრიზისის სტრატეგიას იმეორებს: კულება

"ბირთვული შანტაჟის მეშვეობით პუტინი ცდილობს კარიბის კრიზისის გამეორებას, საბჭოთა კავშირის წაგებისთვის შურის ძიებას და აშშ-ის მოლაპარაკებებისთვის პროვოცირებას"

ყირიმში, საწვრთნელ მოედანზე, ავარიაში რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი დაიღუპა

„გულთბილი ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ იდგა რუსეთის გვერდით. სურდა მხარი დაეჭირა ჩვენი გმირებისთვის.“– ამბობს России сегодня-ს გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისელიოვი.

„ჩვენს მიერ დასახული 300 ათასი კაცის ამოცანა შესრულებულია“ – შოიგუმ მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს შოიგუმ მას უთხრა, რომ 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, მათი საშუალო ასაკი კი 35 წელია.

„საჭმელი არ ჰქონდათ, შეიარაღებულები არიან ძველი ტყვიამფრქვევებით და ტექნიკით“ – რუსი სამხედროს ცოლი BBC-სთან ჰყვება, როგორ მიატოვეს მობილიზებულები ლუგანსკის ტყეში, ფრონტის წინა ხაზზე

„მათ უთხრეს, რომ ჯერ ისწავლიდნენ, შემდეგ კი გაამაგრებდნენ თავდაცვის მეორე ან მესამე ხაზს, მაგრამ სინამდვილეში ისინი მაშინვე აღმოჩნდნენ წინა პლანზე...“

ფონ დერ ლაიენი: ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა – ახლა ახალი მომენტია, ცვლილებების ქარია

როგორც ლაიენმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვიზიტის დროს აღნიშნა, ახლა არის ახალი მომენტი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს.

ბრიტანეთის ელჩი გაეროში: კიდევ რამდენი სისულელე უნდა ვითმინოთ რუსეთისგან, უკრაინისთვის ჩირქის მოცხების ნაცვლად, მან ყურადღება უნდა გაამახვილოს ვალდებულებებზე და ომი დაასრულოს

რუსეთს არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია, მათ შორის ე.წ. „ბინძურ ბომბზე“, ქიმიურ იარაღსა და ბიოლოგიურ კვლევებზე.არის უამრავი საკითხი, რომელიც ჩვენს ყურადღებას ითხოვს, მაგრამ რუსეთი დღის წესრიგს ბლოკავს“ - აღნიშნა მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

პუტინი: აზერბაიჯანი და სომხეთი.. ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს ნაწილი ვიყავით – რუსეთი დაინტერესებულია, სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი

პუტინის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის მიერ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით.

ვიდეო: მედიის ცნობით, სარფის საბაჟოსთან დააკავეს ორი პირი, რომლებმაც სტამბოლში ბანკი გაძარცვეს და 2.5 მი­ლი­ო­ნი თურ­ქუ­ლი ლირა ტომრებით წაიღეს

„ქურდობა მას შემდეგ შენიშნეს, როდესაც თანამშრომელი დახლთან მივიდა და ფულის ტომარა ვერ იპოვა“ - წერს თურქული მედია.

ბაირაქტარის დრონების მწარმოებელი კომპანიის ცნობით, მათი ქარხანა უკრაინაში 2 წელში გაიხსნება

ჰალუკ ბაირაქტარმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად, შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად საწარმოს აშენების გეგმები წინ მიიწევს.

არესტოვიჩი: უკრაინამ გამარჯვებისთვის 4 პირობა დაასახელა, რასაც დასავლეთმა „ხელი მოაწერა“

„ამ პირობებს ისინი უკვე იყენებენ დოქტრინების სახით, როგორც დაგეგმვის ელემენტს. ეს პირობები ძალიან მარტივია და პრესისთვისაც საჯაროა, ერთ-ერთი პუტინის დამხობაა“ - აღნიშნა არესტოვიჩმა.

ბაიდენი პუტინზე: თუ ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდეს, თუმცა პენტაგონში განაცხადეს, რომ ჯერ ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.