„ჩვენ ეს განზრახ გავაკეთეთ, ყველა ჩვენი ქმედება მიმართულია დონბასში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად. ეს ჩვენი მოვალეობაა და ბოლომდე შევასრულებთ.“– განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ და მოწინააღმდეგეს ქვეყნის სიღრმეში წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ოლექსანდროვკაში კერძო სამხედრო კომპანიების ცალკეული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის 40%-ზე მეტი მოკლული, ან მძიმედ დაჭრილია.