„ჩვენ ნამდვილად ვიხდით ფასს უკრაინის მხარდაჭერისთვის. თუმცა, ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით, ითვლება დოლარებში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში, ხოლო უკრაინელები ამ ფასს თავიანთი სიცოცხლით იხდიან”, – ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
მისივე სიტყვებით, „უკრაინის ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. ზამთარი მოდის და რთული იქნება”.
„რუსეთის გარშემო რკინის ფარდა ეშვება“ – რა ხდება უკრაინაში ომიდან ნახევარი წლის შემდეგ
„რთული იქნება უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც თავიანთი თავისუფლებისთვის იბრძვიან და რთული იქნება მათთვის, ვინც მათ მხარს უჭერს.. ყველა ჩვენგანი გადაიხდის ბევრად უფრო მაღალ ფასს, თუ რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები დარწმუნდებიან, რომ მათ შეუძლიათ შეიჭრან მეზობელ ქვეყნებში და დაუსჯელად დაარღვიონ საერთაშორისო სამართალი. თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას, მშვიდობა იქნება.
თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ამ დამოუკიდებელ დემოკრატიას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
