LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

კადიროვმა ახალი ბატალიონების შექმნა დააანონსა – რას წერს ჩეჩნეთის ლიდერი

რამზან კადიროვი ახალ ბატალიონებს ქმნის, რომლებიც, მისი თქმით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ“.

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა – რას წერს „ბლუმბერგი“

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ვითარებას "ფარსი" უწოდა. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათ ყველა გადასახადის დროულად დაფარვა სურთ.

თქვენ ომში გითრევენ – უკრაინის პრეზიდენტმა ბელარუსის მოქალაქეებს მიმართა

„კრემლში უკვე გადაწყვიტეს ყველაფერი, თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფერია - არ უნდა მოკვდეთ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

“პიჯაკით თუ შიშველი მკერდით ცხენზე?” – G7-ის ლიდერებმა პუტინს დასცინეს

ლანჩზე მსოფლიო ლიდერებმა გაიხსენეს ვლადიმერ პუტინის ცნობილი ფოტოები, სადაც ის წელს ზემოთ შიშველი ცხენზეა ამხედრებული

კიევზე თავდასხმა, შესაძლოა ნატო-ს სამიტის წინ ჩადენილი სიმბოლური აგრესია იყოს: ვიტალი კლიჩკო

მისი განმარტებით, „განადგურებულია 220-ზე მეტი ბინა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ.

მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება: შარლ მიშელი

როგორც შარლ მიშელმა გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ისტორიული მომენტია.

2023 წლის მაისიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრება ფასიანი გახდება – იხილეთ რამდენი იქნება გადასახადი

ცვლილება შეეხება იმ არაწევრ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზას არ საჭიროებენ. 

7 წლის უკრაინელ გოგონას მშვიდად ეძინა კიევში, ვიდრე რუსულმა რაკეტამ მისი სახლი არ ააფეთქ: დმიტრო კულება

„დიდი შვიდეულის“ სამიტმა უნდა უპასუხოს რუსეთს მეტი სანქციითა და უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის გადაცემით, რუსეთის ავადმყოფური იმპერიალიზმი უნდა დამარცხდეს"

შარლ მიშელი – G7-ის ქვეყნები იზიარებენ მიზანს – შუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას

მიშელის განცხადებით, G7-სა და ევროკავშირს აქვთ "ურყევი ერთიანობა" უკრაინის მხარდასაჭერად და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.

კიევზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

კიევის მერის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია ორი ადამიანი. ამჟამად ადგილზე კვლავ გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან

მედიის ცნობით, ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი ფრონტის ჩვენებასა და კრემლზე ზეწოლის გაზრდას შეეცდებიან.

ძალიან ბევრი ქვეყანა აცხადებს, რომ ეს ევროპის ომია, რომელიც არაა საჭირო, ამიტომ ზეწოლა გაიზრდება, რათა წააქეზონ, შეიძლება, აიძულონ, უკრაინა დათანხმდეს ცუდ ზავს: ბორის ჯონსონი

ჯონსონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს რომ ნება დავრთოთ, თავისას მიაღწიოს უკრაინაში, საშიში იქნებოდა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და მიგვიყვანდა ხანგრძლივ ეკონომიკურ კატასტროფამდე.