LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

„უკრაინა ევროკავშირის თავდაპირველ მხარდაჭერას, წევრობის გზაზე, სავარაუდოდ, მიიღებს“ – Bloomberg წერს, რომელია მომხრე და მოწინააღმდეგე ქვეყანა

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება, მომავალ კვირას, რეკომენდაციას გაუწევს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

გერმანიაში, დანით შეიარაღებულმა კაცმა სასწავლებლის დერეფანში ოთხი ადამიანი დაჭრა – ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

დამნაშავემ განაცხადა, რომ ის მარტო მოქმედებდა. პოლიციამ განაცხადა, რომ დამნაშავე დაკავებულია და ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

რუსეთს შეუძლია ამ ტემპებით ომი კიდევ ერთი წელი გააგრძელოს: უკრაინის სამხედრო დაზვერვა

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი შეეცდება ომი დროებით გაყინოს, რათა დასავლეთი სანქციების მოხსნაში დაარწმუნოს, თუმცა შემდეგ აგრესიას გააგრძელებს.

ქოლერით და სხვა ინფექციური დაავადებებით მარიუპოლში წლის ბოლომდე, შეიძლება, 10 ათასი ადამიანი დაიღუპოს: ქალაქის მერი

ვადიმ ბოიჩენკო მოუწოდებს წითელი ჯვრის მისიებს და გაეროს - სანამ ძალიან გვიან არ იქნება, მოაწყონ მწვანე დერეფნები ქალაქიდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციის დასაწყებად. მერის ინფორმაციით, მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მოსახლე რჩება.

ლავროვი: პოლონეთი აქტიურად ცდილობს უკრაინის ტერიტორია მიითვისოს – ალბათ მათ უნდა ვურჩიოთ, კარგად ისწავლონ თავიანთი ისტორია

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი პოლონეთთან ვერანაირი მოლაპარაკების გზას ვერ ხედავს.

მარიუპოლში თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 100-მდე ცხედარია, ოკუპანტებს ცხედრები ნანგრევებთან ერთად გააქვთ: მარიუპოლის მერი

"მარიუპოლში 1 300 მრავალსართულიანი შენობა დაინგრა. ისინი არც კი ცდილობენ ცხედრების ამოყვანას, ამიტომ ქალაქში დაღუპულთა რეალური რიცხვი, სამწუხაროდ, შესაძლოა გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს" - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

გრეგოროვა: ივანიშვილისთვის სანქციის დადების საკითხი ცალკე რეზოლუციას იმსახურებს

„ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებაზე ივანიშვილის გავლენა უნდა შევისწავლოთ. მივიჩნევ, რომ ეს რეზოლუცია ზუსტად ამისთვის არის.“– განაცხადა ევროპარლამენტარმა

პუტინს ვიზიტებზე ახლავს აგენტი, რომელიც მის ფეკალიებს აგროვებს და რუსეთში აგზავნის – მედია

"სპეციალური" ოფიცერი თან ახლდა პუტინს საფრანგეთში მოგზაურობის დროს საპირფარეშოში ვიზიტის დროს