LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

„მაშინ თქვეს, რომ ალექსის ცხედარი მდინარესთან ჩაიტანეს“ – ბერძნული მედია 16 წლის წინ გაუჩინარებული, 11 წლის ქართველი მოზარდის საქმეს ვრცელ გადაცემას უძღვნის

როგორც მედია იტყობინება, ამდენი ხნის შემდეგ, საქმეში ახალი ჩვენებები ჩნდება

უკრაინის სასამართლომ 2 რუს ჯარისკაცს 12 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

როგორც უკრაინული არხის „ტელეგრამ“ არხებზე წერენ,  ისინი დამნაშავედ ცნეს ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში.

ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადის საკითხს ივნისში დაუბრუნდება

"ევროპული საბჭო ითვალისწინებს კომისიის მიერ უკრაინის, ისევე როგორც მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის შესახებ მოსაზრებების მომზადებას და საკითხს ივნისის სხდომაზე დაუბრუნდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

დენისოვა: მაცნობეს, რომ რადას დეპუტატები ჩემთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, დენისოვას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პარტია ხალხის მსახურში ორმა წყარომ დაუდასტურა.

რატომ ხართ რუსეთსა და მის ზეწოლაზე დამოკიდებული და არა პირიქით? რუსეთი თქვენზე უნდა იყოს დამოკიდებული – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთი ევროპაში ენერგორესურსების გაყიდვიდან დღეში თითქმის მილიარდ ევროს იღებს

დიდი იმედი მაქვს, ლიდერები სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდებიან, უკრაინას სჭირდება იმედი, ევროპული პერსპექტივა: რობერტა მეცოლა

მისივე განმარტებით, მათი მიზანი რუსული ენერგორესურსებისგან გათავისუფლებაა. მეცოლას თქმით, უკრაინას სჭირდება იმედი, პერსპექტივა, ევროპული პერსპექტივა.

ევროპამ ძალის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რადგან რუსეთი მხოლოდ ძალას აღიქვამს არგუმენტად – დროა, ვიყოთ არა ცალკე, არამედ ერთი მთლიანი: ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკის განცხადებით, „ევროპაში განხეთქილებები უნდა შეწყდეს, რადგან შიდა დავები მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ახალისებს, მეტად განახორციელოს ევროპაზე ზეწოლა“.

მაკრონმა ლუგანსკის ოლქში დაღუპული ფრანგი ჟურნალისტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

„ფრედერიკ ლეკლერ-იმჰოფი უკრაინაში წავიდა, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ომის რეალობა.“ – წერს „ტვიტერში“ საფრანგეთის პრეზიდენტი

შარლ მიშელი: ვიმედოვნებ, სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ, ასევე გვსურს ფინანსების მობილიზება უკრაინისთვის

„ეს არ არის მარტივი, რადგან არსებობს სხვადასხვა მიდგომა, სხვადასხვა წუხილი. ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს და ვიმედოვნებ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ მნიშვნელოვან საკითხზე“,– განაცხადა შარლ მიშელმა.

მეცოლა: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება

„სხვაგვარად რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას.“– განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ბაიდენი: ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინას არ გაუგზავნის ისეთ სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსეთს მისწვდება

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში დიდი რადიუსის სარაკეტო სისტემების გაგზავნისთვის ემზადება.

„სიუჟეტის კეთებისას კისერში სასიკვდილოდ დაჭრეს“ – რუსებმა ფრანგი ჟურნალისტი მოკლეს

ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაის განცხადებით, რეგიონიდან ევაკუაცია შეწყდა – დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელიც 10 ადამიანის გაყვანას აპირებდა.

NATO ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განლაგების შესახებ შეზღუდვებს მოხსნის

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, NATO აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით, თავისი ძალების აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებისგან თავი შეიკავოს.