LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

პესკოვი: აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ცეცხლზე ნავთის დასხმაა, არ გვჯერა ზელენსკის, რომ სარაკეტო სისტემებს რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს

პუტინის პრესმდივნის განცხადებით, „ნათელია, რომ აშშ მართლაც მისდევს ხაზს იმის შესახებ, რომ რუსეთთან ბოლო უკრაინელამდე იომოს“.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი შეტაკების რისკს ზრდის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

"ჩვენი პოზიცია პირდაპირი და ყველასთვის გასაგებია: სპეცოპერაციის მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღწეული და კონფლიქტის გაჭიანურება რუსეთის მტრების ხელშია" - აცხადებს რიაბკოვი.

ოკუპანტები მარიუპოლში დაბომბილი სახლების დემონტაჟს იწყებენ და ადამიანებს ქუჩაში ასახლებენ, მოხუცების გადაყვანას კი საერთო საცხოვრებელში აპირებენ: მარიუპოლის მერის მრჩეველი

დაბომბვას გადარჩენილ ბინებს კი ის ადამიანები დაიკავებენ, რომლებიც პორტში, ილიჩის ქარხანაში და შენობების დემონტაჟზე იმუშავებენ.

იტალიის პრემიერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უკრაინისთვის, გარდა იტალიისა, ყველა დიდი ქვეყანა ეწინააღმდეგება

მარიო დრაგის თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ამ ქვეყნების წინააღმდეგობის გამო ამჟამად არაპროგნოზირებადია.

პუტინის პარტნიორ ალინა კაბაევას, რუსი ოფიციალური პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ კანადამ ახალი სანქციები დააწესა

ჩვენ მიზანში ვიღებთ ბანკებს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს

ბრიტანეთის პარლამენტმა მომავალ კვირაში შესაძლოა, ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყაროს კენჭი

ბორის ჯონსონს „კონსერვატიული პარტიის“ 41 წევრი უცხადებს უნდობლობას, მათგან 28 პრემიერის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ მოვახდენთ ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად გვეკუთვნის – არ გვაინტერესებს, რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას

"აღმოსავლეთში გვიჭირს შესაბამისი იარაღის არქონის გამო“

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: „აზოვსტალის“ გვირაბებში აღმოჩენილი 152 „ბოევიკისა“ და სამხედრო მოსამსახურის ცხედრებს უკრაინას გადავცემთ

რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობიდან ლუდმილა დენისოვას გადაყენებას მხარი დაუჭირა

როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, ამ გადაწყვეტილებას ხმა უკრაინის 234-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.

მედვედევი: სანქციები მიმართულია რუსი ხალხის წინააღმდეგ, მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! რაც არ უნდა იბუტბუტონ ამერიკელმა და ევროპელმა ბებია-ბაბუებმა, უბრალო მოქალაქეები გვიყვარხართო – სისულელეა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის და რუსი ხალხის სიძულვილს ეფუძნება და მათ წინააღმდეგაა მიმართული.