როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, მერკელმა თქვა, რომ უკრაინას გარე რჩევებს არ შესთავაზებს, თუმცა მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას –„იპოვოს გზა ბარბაროსული ომის დასრულებისთვის.“
ლიეტუველმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა ანკარაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ვილნიუსს საშუალებას აძლევს, უკრაინისთვის "ბაირაქტარის" საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინოს.
"ამ კრიმინალური პოლიტიკის მიზანია არა მხოლოდ ხალხის მოტაცება, არამედ ის, რომ დეპორტირებულ პირებს დაავიწყდეთ უკრაინა და ვეღარ დაბრუნდნენ სახლში", - განაცხადა ზელენსკიმ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვიდეომიმართვაში.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისგან მიიღო გარანტიები, რომ მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად არ გამოიყენებენ.
დახმარება მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემას და საბრძოლო მასალას, მათ შორის ჰაიმარსის, ვერტმფრენების, ჯაველინებისა და სათადარიგო სისტემების გადაცემას.
"მე მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, დაივიწყონ პოლარიზაცია, მათი პარტიული ინტერესები, ყურადღება მიაქციონ რეფორმებს, რომელიც ახლა ხორციელდება და იყვნენ ერთიანები, იმუშაონ ერთად"