LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის პარტნიორ ალინა კაბაევას, რუსი ოფიციალური პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ კანადამ ახალი სანქციები დააწესა

166
ალინა-კაბაევა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, კანადამ ვლადიმერ პუტინის პარტნიორად მიჩნეული, ყოფილი ტანმოვარჯიშის ალინა კაბაევას, ისევე როგორც, სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ სანციები დააწესა.

„ჩვენ მიზანში ვიღებთ ბანკებს, პუტინის რეჟიმთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ისევე როგორც მის, არ ვიცი რა ვუწოდო მას, მის პარტნიორს“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ოტავაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

კაბაევას გარდა, სანქციების ახალი რაუნდის სამიზნეს წარმოადგენენ რუსეთის აგრარული ბანკი, Investtradebank და ფონდების მართვის ორი ფირმა. სანქციები აქტივების გაყინვასა და კანადაში შესვლის აკრძალვას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები