LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NATO ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განლაგების შესახებ შეზღუდვებს მოხსნის

63
ნატოს სამხედროები

მედიის ცნობით, NATO ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ჯარების განლაგების შესახებ შეზღუდვებს მოხსნის.

ამავე ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, NATO აღარ არის ვალდებული წარსული ვალდებულებებით, თავისი ძალების აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებისგან თავი შეიკავოს.

ამის შესახებ სააგენტო AFP-ს ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრით მოსკოვმა ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი „ყოველგვარ შინაარსს წაართვა“ და ალიანსთან დიალოგი შეწყვიტა.