LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ზელენსკი ხარკოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს უკრაინელი სამხედროების ფრონტის პოზიციებს ეწვია

ზელენსკი შესაბამისი ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში ოპერატიულ ვითარებას გაეცნო და სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები და ძვირფასი საჩუქრები გადასცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველდღე ვუახლოვდებით იმას, რომ ჩვენი ჯარი გაიმარჯვებს ოკუპანტებზე

"ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს თავდაცვით მხარდაჭერასა და უკრაინისთვის საწვავის მიწოდებაზე."

ქალმა მოკლა მამაკაცი, რომელმაც წვეულებაზე მყოფებს ცეცხლი გაუხსნა – ფაქტი ვირჯინიაში მოხდა

დასავლეთ ვირჯინიაში, ჩარლსტონში, ქალმა სასიკვდილოდ დაჭრა მამაკაცი, რომელმაც ხალხს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა

ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან, თუ უარს ვიტყვით, პუტინი იპოვის მყიდველებს სხვა ბაზარზე და შეძლებს უფრო მეტი გამოიმუშავოს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

აუცილებელია, ვიპოვოთ ბალანსი და ძალიან არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკა

იმდენი HARPOON გადმოგვცეს, რუსეთის შავი ზღვის მთელი ფლოტის ჩაძირვა შეგვიძლია – რა განცხადებას ავრცელებს ოდესის ადმინისტრაცია

ამერიკელი ექსპერტების დასკვნით, ავიამზიდის წყობიდან გამოსაყვანად, მას HARPOON-ის 5 რაკეტა უნდა მოხვდეს, კრეისერის გასანადგურებლად საკმარისია 4 რაკეტა.

უკრაინის პრემიერი: 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა, ეკონომიკის, დაახლოებით, 35% ახლა არ ფუნქციონირებს

სხვადასხვა შეფასებით, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის პირდაპირი ზარალი დაახლოებით, 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„უკრაინელებს ძალიან სახიფათო თვე ელით.. არსებობს საფრთხე ბელარუსის შეიარაღებული ძალების ომში ჩართვის“ – არესტოვიჩი

ეს მოხდება გარკვეულ პირობებში, მაგალითად, თუ რუსეთის ფედერაცია გაიმარჯვებს აღმოსავლეთში, დაიპყრობს ლუგანსკის ოლქს და კიდევ შეინარჩუნებენ ძალას შემდგომი შეტევისთვის,- განაცხადა არესტოვიჩმა.

პუტინს 80 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ – რა ითქვა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მიერ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ

პუტინმა მაკრონთან და შოლცთან საუბარში მარცვლეულის ექსპორტის განახლება სანქციების შემსუბუქებას დაუკავშირა.

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

მათივე ცნობით, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა.“

ოკუპირებული ხერსონის ოლქმა ე.წ. საზღვრები ჩაკეტა რეგიონებთან, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს

ამის შესახებ განცხადებას, ხერსონის ოლქის ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი აკეთებს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე რუსეთმა დანიშნა.

რუსეთთან ნებისმიერი სახით მოლაპარაკება გახვრეტილ მონეტადაც არ ღირს: მიხაილო პოდოლიაკი

მისივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი დაპირება მხოლოდ სიტყვებით თამაშია, რომელიც არ შეიძლება სანდო იყოს, რადგან რუსეთი ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება.