უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „რუსეთთან ნებისმიერი სახით მოლაპარაკება გახვრეტილ მონეტადაც არ ღირს“. მისივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი დაპირება მხოლოდ სიტყვებით თამაშია, რომელიც არ შეიძლება სანდო იყოს, რადგან რუსეთი ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება.
ამ ეტაპზე პუტინთან მოლაპარაკების იმედი არ არსებობს: პენტაგონის პრესსპიკერი
„რამდენად შესაძლებელია მოლაპარაკება ქვეყანასთან, რომელიც ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება? რუსეთთან ნებისმიერი სახით მოლაპარაკება გახვრეტილ მონეტადაც არ ღირს.
რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი დაპირება მხოლოდ სიტყვებით თამაშია. სინამდვილეში, რუსეთმა წამოიწყო კლასიკური დაპყრობითი ომი შუა საუკუნეების სულისკვეთებით: აგრესორმა, გაუნათლებელმა, მაგრამ ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებულმა, გადაწყვიტა, ბევრად უფრო თანამედროვე და ნაკლებად შეიარაღებული ქვეყნის დაპყრობა და ამ ქვეყნის მოქალაქეების განადგურება“. – წერს პოდოლიაკი Telegram-ზე.
